“ომი ჯერ არ დასრულებულა”| IDF-ის სპიკერი ღაზის მოსახლეობას აფრთხილებს, არ გადაადგილდნენ ჩრდილოეთით

ზავის პერიოდის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ს თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაქვეყნეს ახალი ვიდეო, სადაც გაიმეორეს პოზიცია, რომ ჰუმანიტარული პაუზა “დროებითია”.
“ომი ჯერ არ დასრულებულა”, – თქვა სპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ.
X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, მან ასევე მოუწოდა ღაზის სექტორის მოსახლეობას, არ გადაადგილდნენ ჩრდილოეთით ზავის პერიოდში.
“ჩრდილოეთ ღაზას სექტორი სახიფათო ომის ზონაა და ჩრდილოეთით გადაადგილება აკრძალულია. თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენ უნდა დარჩეთ ჰუმანიტარულ ზონაში სამხრეთით”, – თქვა მან.
იხილეთ:
· ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პერიოდი იწყება