აზოვის ბატალიონის მეთაური, დენის პროკოპენკო აცხადებს, რომ რუსეთთან მიმდინარე ომი ხანგრძლივი იქნება. მან უკრაინელებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, მოუწოდა, რომ გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი და შეუერთდნენ შეიარაღებულ ძალებს.
“ომის დასრულების ვადებზე წუხილებით გამოწვეული უიმედობის, პანიკისა და აპათიის საუკეთესო წამალი იმ ისტორიულ პროცესებში აქტიური ჩართვაა, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება,” – წერს პროკოპენკო.
აზოვის მეთაურის თქმით, რუსეთი არასდროს იტყვის უარს თავის გეოპოლიტიკურ მიზნებზე და შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთის დამარცხებაა.
“ეს ომი ხანგრძლივი იქნება, ის შესაძლოა წლები გაგრძელდეს, ჩვენზე მხოლოდ ის არის დამოკიდებული თუ რას ვაკეთებთ ყოველდღიურად ჩვენი გამარჯვების მოსაახლოებლად,” – წერს პროკოპენკო.
შეგახსენებთ, რომ პროკოპენკო და აზოვის სხვა მეთაურები თურქეთიდან უკრაინაში მიმდინარე წლის ივნისში დაბრუნდნენ. მარიუპოლში ტყვედ აყვანილი აზოვის მეთაურები რუსეთმა ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკში გასული წლის შემოდგომაზე გაცვალა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აზოვის განახლებული დანაყოფები ბახმუტის შემოგარენსა და სერებრიანის ტყეში მოქმედებენ.