ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
ვინმეს სჯერა, რომ რესპუბლიკელების პოზიცია საზღვრის უსაფრთხოებაზეა მართლა ორიენტირებული? უკრაინის თემით ვაჭრობა გადასარევად წარმოაჩენს ბევრ რამეს, იმასაც რუსეთი როგორ ერეოდა აშშ-ის არჩევნებში და ვინ იხდის ახლა ხარკს.პუტინის სიტყვები, რომ ტრამპს ბაიდენი ურჩევნია, პოლიტტექნლოგიებში ოდნავ მაინც გარკვეული ადამიანისთვისაც მისახვედრია, რას ისახავდა მიზნად.რესპუბლიკელების ხელშეწყობით (!) თუ უკრაინის ფრონტზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, რასაც მავანთა გათვლებით, ოფიციალური კიევის მშვიდობაზე დაყოლიება უნდა მოჰყვეს, დამოკლეს მახვილი იქნება თავად აშშ-სა და დასავლეთის თავზე. ომი მერე ნახეთ და მისი სისასტიკე.ამიტომაც ვამეორებ სულ – პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ იმათ, ვისაც პოლიტიკა კორპორაციისა თუ შპს მართვა ჰგონიათ.ძალიან ცუდი ვითარებაა და სულ რამდენიმე დღე აქვთ ვაშინგტონში, იმის დასადასტურებლად, რომ პრაგმატული აზროვნება შეუძლიათ.