“ომი კი არა, იმ ჯარისკაცების ძარცვაც კი ვერ აარიდეთ ქვეყანას, რომლებიც მზად არიან ამ ქვეყნისთვის სიცოცხლეც გაწირონ!” – სალომე სიმონია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

● პრემია-დანამატებში – 46,2 მილიონი
● რესტორნებში – 11,1 მილიონი
● მივლინებაში – 19,2 მილიონი
● საწვავის ხარჯი – 59,8 მილიონი
● შტატგარეშეთა ხელფასი – 112,7 მლნ.

აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ეს თანხები დაიხარჯა თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ 3 წელში, სწორედ ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში.

ამავე პერიოდში, მინისტრი თურმე ჯარისკაცების ფულს იპარავდა, ათეთრებდა და ესპანეთში 1,7 მილიონ ლარად სახლს ყიდულობდა. ძარცვის სქემაში მინისტრის მოადგილე და მისი ნათესავებიც ჩართულები ყოფილან.

ამის პარალელურად, ბოლო 12 წელია თავდაცვის სისტემაში სუიციდის საგანგაშო მაჩვენებლებია. 2013 წლიდან დღემდე 24-მა ჯარისკაცმა თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება. ვეტერანებს კი, თვეში მხოლოდ 100 ლარს უხდიან.

სინამდვილეში, ყველა უწყებას თვალი ჰქონდა დახუჭული ჯარისკაცების ძარცვასა და შეურაცხყოფაზე. ან სულაც შესაძლოა მონაწილეობდნენ კიდეც და დღეს მაინც იბრიქებიან, ომი ავარიდეთ ქვეყანასო.

‼️ ომი კი არა, იმ ჯარისკაცების ძარცვაც კი ვერ აარიდეთ ქვეყანას, რომლებიც მზად არიან ამ ქვეყნისთვის სიცოცხლეც გაწირონ!

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)