ომი ისრაელსა და პალესტინაში – ღაზის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ომი ისრაელსა და პალესტინაში – ღაზის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის დროს, გაეროს ინფორმაციით, ჯანდაცვის 2 მუშაკი მოკლეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
“ნასერის ჰოსპიტალი, ისევე როგორც ღაზის სექტორის ყველა სხვა საავადმყოფო, გადატვირთულია, რადგან ისრაელის სამხედროები აგრძელებენ ღაზაზე ძლიერ იერიშს. დაბომბვები იწვევს მშვიდობიანი მოსახლეობის მასიურ მსხვერპლს. იმის გამო, რომ ყველა განყოფილება სავსეა დაშავებულებით, ზოგიერთი პაციენტი იძულებულია გადაიყვანონ საავადმყოფოს დერეფნებში, ზოგი საწოლში წევს, ზოგი იატაკზე. სამედიცინო პერსონალი განაგრძობს მუშაობას მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ბევრმა ექიმმა მიატოვა ოჯახი და ყველაფერი, რათა პაციენტების სიცოცხლე გადაარჩინონ,” – ამბობს ნასერის საავადმყოფოს სპიკკრი მარვან ფეიდი.
“ჰამასის” ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ათასობით ადამიანი გამოვიდა თელ ავივში გამართულ დემონსტრაციაზე. მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა ღაზაშიც.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციაზე -ის მიერ ვეტოს დადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და ამ პოზიციას სწორი უწოდა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის მეთაურსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ისრაელის სამხედრო ოპერაცია სამი-ოთხი კვირა გაგრძელდება.
“მე დიდად ვაფასებ იმ სწორ პოზიციას, რომელიც აშშ-მა დაიკავა გაეროს უშიშროების საბჭოში. სხვა ქვეყნებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ შეუძლებელია, ერთი მხრივ, ეხმარებოდე ჰამასის სრულ განადგურებას და, მეორე მხრივ, ომის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიოდე, რაც ჰამასის განადგურებას შეაჩერებს. ამიტომ, ისრაელი გააგრძელებს ჩვენს სამართლიან ომს ჰამასის აღმოსაფხვრელად და ომის სხვა მიზნების მისაღწევად, რაც ჩვენ დასახული გვაქვს,” – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი .

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს