ომი დაიწყო რუსეთმა-ამ გზავნილით დღეს თბილისში აქცია ჩაინიშნა

ომი დაიწყო რუსეთმა-ამ გზავნილით დღეს თბილისში აქცია ჩაინიშნა. სამოქალაქო აქტივისტები ზუსტად ექვს საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აპირებენ მისვლას.

ადგილი შემთხვევით არ არის შერჩეული, ხალხი განსაკუთრებით არის გაბრაზებული იმ ფაქტის გამო, რომ  ბოლო წლებში, ომის წლის თავის დღეებში, “ოცნების“ ლიდერები გმირების საფლავებთან ამტკიცებენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

ივანიშვილის და “ოცნების“ მოღალატეობრივი რეჟიმი აგრძელებს თავის საქმიანობას, ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ომთან და რუსეთთან დაკავშირებული თემები არის ერთი მთლიანი ნარატივის ნაწილი, რეალურდ მათ სჭირდებათ, რომ საქართველომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე განაცხადოს, რომ მისი მეტრი არა , არამედ დასავლეთია, შესაბამისად, ამას ფონად დაეფინოს ის ამბავი, რომ საქართველომ აღიაროს, მან დაიწყო ომი. ჩვენ, ქართული საზოგადოება ამას არ შევეგუებით, ნებისმიერი ნაბიჯს, რომელსაც ამ მიმართულებით გადადგამენ, შევხვდებით მძაფრი წინააღმდეგობით, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

“ომი დაიწყო რუსეთმა“, “საქართველოს ისტორიას არ გადაგაწერინებთ“-ამ შეძეხილებით შეიკრიბებიან კანცელარიასთან აქტივისტები, შემდეგ კი პარლამენტის წინ ტრადიციულ აქციას შეუერთდებიან.