“ომი გინდოდათ და მიიღეთ” – პეპ გვარდიოლა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან პრემიერლიგის გასულ ტურში “არსენალთან (2:2) დაპირისპირებაზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა.
ესპანელ სპეციალისტს ერლინ ჰოლანის შესახებ ჰკითხეს. მოგეხსენებათ, როდესაც ჯონ სტოუნსმა გამათანაბრებელი გოლი გაიტანა, ნორვეგიელმა ბურთი გაბრიელ მაგალიაეშს ესროლა.
“ფეხბურთი ასეთი სპორტია, ემოციები ჭარბობს… მაგალიაეშმა ამის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ომია და მეტოქის პროვოცირება ხშირად ხდება.
თუ შენ ჩემს პროვოცირებას ახდენ და ომი გინდა, ამას აუცილებლად მიიღებ”, – აღნიშნა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, “ქალაქელები” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილს იკავებენ, “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონატში
მორიგ მატჩს დღეს, 28 სექტემბერს, “ნიუკასლის” წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.