“ომი არ იქნება — იქნება მშვიდობა” – ფაშინიანი

“მიუხედავად ყველა სირთულისა და გართულებისა, მთავრობა და პირადად მე არ ვთმობთ მშვიდობის დღის წესრიგს”, — ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა ეროვნული ასამბლეის სხდომაზე.
„ცხადია, გარკვეული ძალები, როგორც სომხეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ყოველდღიურ საომარ პროპაგანდას ეწევიან და აქტიურ ქმედებებზე მოუწოდებენ ომისთვის. მათ შორის გამორჩეულია აზერბაიჯანის აგრესიული რიტორიკა, რომელსაც თან სდევს სომხეთის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ცრუ ბრალდებები და ცეცხლის შეწყვეტის ხშირი, თუ არა ყოველდღიური, დარღვევები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან.“
მისი თქმით, უმეტესად ეს დარღვევები მახასიათებელია როგორც მიზანმიმართული, ასევე არამიზნობრივი სროლებით, თუმცა ბოლო თვის განმავლობაში დაფიქსირდა ორი კონკრეტული შემთხვევა — მიზნობრივი სროლები სიუნიქის რეგიონის ხნაცახის სოფლის მიმართულებით.
“სროლების ხმა ამ დროის განმავლობაში ისმოდა სომხეთის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში. ეს სროლები ან შეიარაღებულ ძალებში დისციპლინის დარღვევის შედეგია, ან მიზნად ისახავს ზეწოლას და ფსიქოლოგურ გავლენას ამ სოფლების მოსახლეობაზე,“ — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან მოუწოდა აზერბაიჯანს, გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტები და გადადგას ნაბიჯები მათი აღსაკვეთად.
„პირადად ვადასტურებ, რომ სომხეთის არმიას მკაფიო მითითება მივეცი, არ დაარღვიოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. და სომხეთის რესპუბლიკა მზად არის, გამოიძიოს ის ინფორმაცია, რომელიც ეხება ჩვენი არმიის მხრიდან შესაძლო დარღვევას. ამავდროულად, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ბაქოს, შევქმნათ ორმხრივი მექანიზმი საზღვრის ინციდენტების გამოსაძიებლად, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევების, რომელიც იმუშავებდა ყოველდღიურ რეჟიმში.
ამ კონტექსტში საჭიროდ მიმაჩნია, ვუპასუხო ყველა იმ საუბარს, რომელიც მორიგ ესკალაციას ან ახალ ომს წინასწარმეტყველებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ომისთვის არ არსებობს არანაირი საფუძველი. სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და ძალის ან ძალის გამოყენების მუქარის მიუღებლობა. სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხს მშვიდობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება ეკუთვნით. ომი არ იქნება — იქნება მშვიდობა,“ — განაცხადა ფაშინიანმა.