“ომი არსებობს და გრძელდება იმიტომ, რომ რუსეთი ირჩევს ამას” – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სუმზე თავდასხმას ეხმაურება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა ეხმაურება 13 აპრილის დილით ს თავდასხმას ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ სუმზე. მისი შეფასებით, ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს არ სურს ომის შეწყვეტა.
“აღშფოთებული ვარ რუსეთის კრიმინალური სარაკეტო თავდასხმით ქალაქ სუმის ცენტრზე. რუსეთი აგრძელებს თავის ძალადობრივ კამპანიას და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს ომი არსებობს და გრძელდება მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ირჩევს ამას.
მთელი გულით თანავუგრძნობ მსხვერპლებს, მათ ოჯახებს და ყველას, ვინც დაზარალდა სასტიკი აგრესიის კიდევ ერთი აქტით.
ევროკავშირი ყოველთვის იდგება გმირი უკრაინელი ხალხის გვერდით. ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლები მართლმსაჯულების წინაშე უნდა გასამართლდნენ. დიდება ს!”, – წერს კოშტა სოციალურ ქსელში.
რუსეთი ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ სუმს თავს დაესხა დღეს, 13 აპრილს, დილით, ს დროით 8-დან 9 საათამდე პერიოდში მოხდა. ბალისტიკური რაკეტები ჩამოვარდა ქალაქის დასახლებულ რაიონში, დაეცა საცხოვრებელ სახლებს, სავაჭრო ობიექტებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 32-ს მიაღწია. დაშავებულთა რიცხვი 80-ს აჭარბებს. მათ შორის არიან ბავშვები.
რამდენიმე დღით ადრე, რუსული რაკეტები ჩამოვარდა დნიპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ დნიპროში. შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა 20-მდე მოქალაქე. უფრო ადრე, 4 აპრილს, რუსეთი თავს დაესხა ზელენსკის მშობლიურ ქალაქს, კრივოი-როგს, სადაც გარდაიცვალა 18 ადამიანია. მათგან 9 ბავშვია. თავდასხმები გრძელდება იმ ფონზე, როცა -ის პრეზიდენტი ომის შეწყვეტას მოლაპარაკების გზით ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ