ომის 634-ე დღე უკრაინაში – ქვეყნის თავდაცვის ძალებმა კიევის შემოგარენში ოკუპანტების ათამდე საცეცხლე პოზიცია გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ომის 634-ე დღეს, კიევის შემოგარენში, ოკუპანტების ათამდე საცეცხლე პოზიცია გაანადგურეს. აფეთქებებია ხერსონსა და სუმის ოლქში, სადაც, ავიადარტყმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
ამასთანავე, გრძელდება უკრაინის კონტრშეტევა. გენშტაბის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე უკრაინელმა ჯარისკაცებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლეს. ქვეყანაში სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედების შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა ზომებს მათ წინააღმდეგ იღებს, ვინც უკრაინელი ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე უკანონო გადაყვანაში მონაწილეობს, ასევე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეხმარება რუს სამხედროებს.
“სანქციებთან დაკავშირებით, ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა, დაახლოებით, 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულები არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. ასევე ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარებბიან რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში

მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ

ბაჩანა ახალაიასა და ერთ-ერთი გლუვტვინიანი ნაცპროპაგანდისტის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აღიარებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს 4 ოქტომბერს, რომელშიც თურმე “არ მონაწილეობდა”