ომის 101-ე დღე ახლო აღმოსავლეთში – ღაზის სექტორზე ინტენსიურ სახმელეთო შეტევას განაგრძობს

ახლო აღმოსავლეთში ომის 101-ე დღე დაიწყო. ღაზის სექტორზე ინტენსიურ სახმელეთო შეტევას განაგრძობს. თელ-ავივი ამტკიცებს, რომ მათმა სამხედროებმა ანკლავის ჩრდილოეთით რაკეტების გამშვები ადგილები აღმოაჩინეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ “ჰამასის” განადგურებაში მათ ხელს ვერავინ შეუშლით და რომ ისრაელი არ დაემორჩილება გაერო-ს სასამართლოს, სადაც მათ გენოციდში ადანაშაულებენ.
ომის დასრულებამდე, ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვრის დახურავს ითხოვს, ამ მოთხოვნის საპასუხოდ კი, კაირო აცხადებს, რომ ის საკუთარ საზღვრებს აკონტროლებს.
პარალელურად, CNN-ი, -ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ამერიკის მოიერიშე თვითმფრინავმა ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც -ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იემენის “ჰუსიტების” მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს. დაშავებულების ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, “ჰუსიტების” სამიზნეებს დაარტყეს – ის იყო პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა