„ომის შეჩერება ყველას სურს, თუმცა უკრაინას სამართლიანი მშვიდობა სჭირდება“ – ზელენსკი

რა ბედი ელის ს? მსოფლიოს ლიდერების ყურადღება -ის პრეზიდენტის სკენაა მიმართული.
ს მისამართით პრეზიდენტ ტრამპის გზავნილებიც არ წყდება. დღეს მან სოციალურ ქსელ იქსზე დაწერა:
„არ მსურს ზიანი მივაყენო რუსეთს. მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ეს კი მიუხედავად იმ რადიკალი მემარცხენეების ფარსისა, რომელიც სულ იძახდნენ რუსეთი, რუსეთი, რუსეთი. ვერასდროს დავივიწყებთ, რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში და ამ პროცესში თითქმის 60 000 000 სიცოცხლე გაწირა. და ამ ყველაფრის გამო, მე ვაპირებ ძალიან კარგი საქმე გავუკეთო რუსეთსა და პრეზიდენტ პუტინს, რომლის ეკონომიკაც ძალიან ცუდ დღეშია. მოაგვარეთ ახლა ეს საკითხი და შეაჩერეთ ეს სასაცილო ომი! წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი უფრო ცუდად იქნება. თუ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ და ვერ მივაღწევთ მალე, სხვა გზა აღარ მექნება გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი გადასახადები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი შეერთებულ შტატებზე და სხვა ქვეყნებზე ყიდის. მოდი დავასრულოთ ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ მარტივი გზით ან რთული გზით. შეთანხმების დროა. აღარ უნდა დაიღუპოს მეტი ხალხი!“
რამდენად მკაცრია კრემლისთვის ტრამპის გზავნილები, რომლებიც ეკონომიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთიდან სხვადასხვა ნედლეულის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, შიდა ეკონომიკური აქტივობა მუშახელის სიმცირისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო არაა დამაკმაყოფილებელი, რაც, თავის მხრივ, სანქციებს უკავშირდება.
სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინი რუსეთის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობით შეშფოთებულია. ბაიდენის ადმინისტრაციამ უფლებამოსილების გადაბარებამდე რუსეთს სანქციები გაუმკაცრა.
დონალდ ტრამპი კი ამ სანქციების კიდევ უფრო დამძიმებას განიხილავს… შედეგი რამდენიმე დღის წინ უკვე ვნახეთ, როდესაც პუტინმა გრძელვადიანი მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრა. სამხედრო მიმომხილველთა აზრით, ამ მოცემულობაში პუტინს მშვიდობისკენ ნაბიჯის გადასადგმელად რეალური მოტივაცია აქვს.
„რუსეთს ართლა სჭირდება მშვიდობა. ოღონდ ჭირდება მშვიდობა, რომ როგორც სახელმწიფო არ ჩამოიშალოს. მას ჭირდება სანქციების მოხსნა უეჭველად. იმიტომ რომ მისი ეკონომიკა უკიდურეს დღეშია და ომზე კი აღარაა საქმე არამედ მის კატასტროფაზე“, – ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე, ჯგუფი „ფარის“ წევრი.
საინტერესოა, რა ვითარებაა ამჟამად ფრონტზე, რომლის სიგრძე 1100 კილომეტრია. რუსეთი არ ჩერდება. ბომბავს ზაპორიჟიას, განსაკუთრებით პოკროვსკს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ერთ დღეში რუსეთმა 117 საავიაციო იერიში მიიტანა უკრაინაზე.
შორი მოქმედების სამხედრო საშუალებებით ც ანადგურებს კრემლის სტრატეგიულ ობიექტებს.
თუმცა… უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საარტილერიო ჭურვების გამოყენების ყოველდღიური მაჩვენებელი განახევრებულია. თუ ადრე დღეში 40 ათასს ჭურვს აღწევდა, ახლა გაცილებით ნაკლებია. დახმარება სჭირდება უკრაინასაც.
ომის შეჩერება ყველას სურს. უკრაინას დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები ესაჭიროება. ამის გარეშე ვერავინ დაჰპირდება მას, რომ ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ისევ არ განახლდება ომი…
„აქტიური ფაზის შეწყვეტას უკავშირდება იმ ტერიტორიების კონტროლი, რომლებიც დაკავებული აქვს რუსეთს. უკრაინის შემთხვევაში – კურსკის რეგიონი, რუსეთის შემთხვევაში ესაა ზაპორიჟიე, ხერსონი, დონეცკი, ლუჰანსკი, … რა ბედი ეწევა ამათ?! თუ საუბარია იმაზე, რომ უბრალოდ შეწყდეს ომის ცხელი ფაზა და ერთმანეთს არ ესროლონ, ვინ იქნება ამისი გარანტი?! უსაფრთხოების რა გარანტიებს მიიღებს უკრაინა?! არის ეს ნატო, ევროპული ძალები რომლებიც ჯერ კიდევ არ ხარჯავენ იმდენს საკუთარ თავდაცვაზე რამდენიც უნდა დახარჯონ?!“, – ამბობს სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების მიმომხილველი გიორგი ცხვიტავა.
უკრაინის პრეზიდენტმა მ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, სწორედ საერთაშორისო ძალების განთავსებაზე ისაუბრა.
„მე მხარს ვუჭერ უსაფრთხოების გარანტიის კონტექსტში კონტინგენტის იდეას, რადგან თუკი რუსეთს ჰყავს 1.5 მილიონიანი არმია და ჩვენ გვყავს ამ რიცხვის ნახევარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება ჯარისკაცების ძალიან დიდი კონტინგენტი. მთლიანი ევროპის მასშტაბით 200 ათასი მინიმუმ, სულ მცირე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ის რაც იყო ეუთოს მხრიდან. არავინ იცოდა სად შეეძლოთ მათ დახმარება, მათ უბრალოდ ოფისები ჰქონდათ“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინაში სამშვიდობო ძალების შეყვანის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე, გერმანულ მედიასთან გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უპასუხა, რომ უკრაინის პარტნიორი ქვეყნები უსაფრთხოების გარანტიების საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავენ. როგორც ჩანს მთელი ყურადღება კვლავ თეთრი სახლისკენაა მიმართული.
წყარო: ევრონიუსი ჯორჯია