ომის პარალელურად, უკრაინაში განხილვის თემა არჩევნებია – “ეკონომისტმა” მოიპოვა დახურული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, ზელენსკისადმი ნდობის რეიტინგი 32%-ია, ორჯერ ნაკლები ვიდრე ზალუჟნის მიმართ

უკრაინაში ომის პარალელურად, განხილვის თემა არჩევნებია. უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც მომავალი არჩევნების ჩატარებას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ითვალისწინებს, თუმცა ომის დაწყებიდან 21 თვეში, ომის დასრულების პროგნოზირება ექსპერტებს უჭირთ.
“ეკონომისტმა” მოიპოვა დახურული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ზელენსკისადმი ნდობის რეიტინგი 32%-ია, ორჯერ ნაკლები, ვიდრე ზალუჟნისადმი, უკრაინის გენერალს აქვს 70%, პრეზიდენტზე მაღალი შედეგი აქვს სამხედრო დაზვერვის უფროსს კირილო ბუდანოვს და ის 45%-ია. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი , რომლის წინააღმდეგაც ახლა ში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თავად ამბობს რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და გააგრძელებს თავის კამპანიას და მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს კიევის ამჟამინდელმა მერმა, ვიტალი კლიჩკომ, რომელმაც ჯერ კიდევ ზაფხულში დააანონსა, რომ თუ ქვეყანას დასჭირდება ის აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. “შპიგელთან” ინტერვიუს დროს მან გააკრიტიკა და თქვა, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის.
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთმა შეცვალა სტრატეგია, რომელიც არის ამომრჩეველზე მიმართული – უნდა გაძლიერდეს უკრაინაში ს მთავრობისადმი მხარდაჭერა და უნდა შემცირდეს დასავლეთისადმი ნდობა, ასევე გაიზარდოს უკრაინაში უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობა. “ეკონომისტს” წყარო უყვება, რომ ის , რაც ვერ შეძლო რუსეთმა ბრძოლის ველზე, მან შეძლო საინფორმაციო ველზე და რუსული პროპაგანდა ძალიან კარგად მუშაობს. მათი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მენეჯმენტი არაეფექტურად მუშაობს. უკრაინამ ვერ შეძლო ომის ფონზე საკუთარი ეკონომიკის გადაწყობა, თუმცა გამომცემლობის წყარო ამ,ბობს, რომ ახლა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაყენება ძალიან ცუდია და ეს არგებ რუსეთს. წყაროს თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო რუსეთის გავლენების აღმოფხვრა უკრაინაში, თუმცა ახლა ყველაზე დიდი საფრთხე არიან ის უკრაინელები, რომლებიც ცდილობენ ზელენსკის ჩამოშორებას ძალაუფლებიდან. პოლიტოლოგების შეფასებით, ეს შეიძლება იყოს ომთან ერთად ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ჩატარდეს უკრაინაში არჩევნები ახლა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიდგორობას ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, დღეს ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის

ვისაც აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემა არ აქვს, გაიხსენებს, რომ უკრაინის მსგავსად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოსთვისაც, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გაუქმება იყო

იმის მიუხედავად, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების უკან დიპ სტეიტი, იგივე არაფორმალური ოლიგაქრიული მმართველობა დგას, ნებისმიერ ფასად, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დაცვა იდეოლოგიური შტურმისგან