ომის მოწინააღმდეგე რუსმა აქტივისტმა “თავი მოიკლა” – პენიტენციური სამსახური

ომის მოწინააღმდეგე რუსმა აქტივისტმა ალექსანდრ დემიდენკომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა წინასწარ პატიმრობაში, უთხრა ს ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ტელეგრამის არხ Bel.Ru-ს. ცნობა დემიდენკოს სიკვდილზე მისმა ადვოკატმა და ოჯახმა 4 აპრილს გაავრცელეს.
რუსული ინტერნეტგამოცემის, Important Stories-ის თანახმად, დემიდენკოს ოჯახს მისი ცხედარი ჯერ არ უნახავს.
61 წლის აქტივისტი – რომელიც ღიად აპროტესტებდა ში ს შეჭრას და ბელგოროდის რეგიონში უკრაინელ ლტოლვილებს ში დაბრუნებაში ეხმარებოდა – ოქტომბერში დააკავეს. თავიდან მას 10 დღით მიუსაჯეს პატიმრობა, საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღების ბრალდებით. მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ დემიდენკოს სახლში აღმოაჩინა ძველი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დამზადებული ყუმბარა, ნაღმი და ყუმბარის ორი დეტონატორი – და მას იარაღის უკანონო ფლობაში დასდო ბრალი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში