ომის მომხრე რუსი ბლოგერის მკვლელობისთვის დაკავებულ გოგოს 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში, რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობისთვის დაკავებულ გოგოს – 1997 წელს დაბადებულ, სანქტ-პეტერბურგის მკვიდრ დარია ტრეპოვას 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, – ამის შესახებ BBC წერს.
საქმე ეხება 2023 წლის 2 აპრილს მომხდარ აფეთქებას. სანქტ-პეტერბურგში, ერთ-ერთ კაფეში, ბლოგერი შეხვედრას მართავდა, რა დროსაც ქალმა მას, “საჩუქრად”, გადასცა ბიუსტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. აფეთქებას ბლოგერი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.
ტრეპოვა დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ არაფერი იცოდა ბიუსტში ბომბის არსებობის შესახებ. მისივე თქმით, ში ომის წინააღმდეგი იყო და ასრულებდა ში მცხოვრები ერთ-ერთი ადამიანის ბრძანებას, რომლის სახელი და გვარიც არ იცის. ქალის თქმით, მას ეგონა, რომ ბიუსტში მხოლოდ მოსასმენი მოწყობილობა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე