ომის თითქმის სამი წლის განმავლობაში, რუსეთის ფლოტმა იმაზე მეტი გამოიმუშავა, ვიდრე უკრაინამ მსოფლიოსგან დახმარების სახით მიიღო – ზელენსკი

რუსეთის ფლოტმა, რომელიც სანქციების ქვეშ არ იმყოფება, ომის თითქმის 3 წლის განმავლობაში იმაზე მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მ მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან დახმარების სახით მიიღო. პრეზიდენტი ზელენსკი გაყინული რუსული აქტივების გადაცემას ითხოვს, რათა უკრაინამ ის დამოუკიდებლად განკარგოს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მხოლოდ რუსული ჩრდილოვანი ფლოტი თვეში დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. შესაბამისად, ომის თითქმის სამი წლის განმავლობაში მისი შემოსავლების ოდენობა იმ თანხების მოცულობას აღემატება, რომელიც უკრაინამ მსოფლიოს ქვეყნებიდან მიიღო.
ს ფედერაციის მხოლოდ ჩრდილოვანმა ფლოტმა, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება, ორნახევარი, თითქმის სამწლიანი ომის განმავლობაში უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე ამ ომში უკრაინას მთელი მსოფლიო დაეხმარა. ვიმეორებ, აქ მხოლოდ ფლოტზეა საუბარი“.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დღეს მოქმედი სანქციები საკმარისი არ არის.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გაყინული რუსული აქტივები ამჟამად 300 მილიარდ დოლარს შეადგენს. მან წამოჭრა ამ თანხების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი, რათა ოფიციალურმა კიევმა თავად შეეძლოს მათი მართვა, მათ შორის – იარაღის შეძენის კუთხით.
„ყველა მეკითხება: რას გააკეთებ, თუ ტრამპი ფინანსურად არ დაგეხმარება, სად წაიღებ იარაღს, როგორ დაიცავ თავს? მე ვპასუხობ: ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ 300 მილიარდი, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. ამ ფულით ვიყიდით იარაღს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან და თვითონ გადავწყვეტთ, რა იარაღი გვჭირდება და რა ვუყოთ ამ ფულს. არც ერთი ევროპული ქვეყანა ამ ფულს არ დაბლოკავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის ბანკების კუთვნილი დაახლოებით 260 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივები საზღვარგარეთ არის დაბლოკილი, მათი ორ მესამედზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებშია განთავსებული.
ბელგიური კომპანია Euroclear-ის ფინანსურ ანგარიშებზე დაყრდნობით, „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ აღნიშნული ბელგიური კომპანია რუსეთის ცენტრალურ ბანკის კუთვნილ დაახლოებით 191 მილიარდ ევროს ინახავს და ამ აქტივით 2023 წელს, პროცენტების სახით, თითქმის 4,4 მილიარდი ევრო გამოიმუშავა.
-ის ხაზინის სპიკერის განცხადებით, გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შემთხვევაშიც კი, უკრაინა მთელ თანხას დაუყოვნებლივ ვერ მიიღებს.
2024 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს „პოლიტიკური“ გადაწყვეტილება გაყინული რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენების შესახებ, მაგრამ შესაბამისი სამოქმედო გეგმა მიღებული არ ყოფილა. ამავდროულად, ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ გაკეთებული ერთობლივი განცხადების თანახმად, ისინი შეთანხმდნენ, რომ „განაგრძონ მუშაობა“ მათი გამოყენების გეგმაზე. თუმცა, გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაცია უნგრეთმა დაბლოკა.
8 მაისს ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ ფუნდამენტურ ზომებზე, რათა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული სარგებელი უკრაინის აღდგენისა და შეიარაღებისთვის გამოიყენონ.
2024 წლის ივლისში უკრაინას რუსეთის ცენტრალური ბანკის დაბლოკილი აქტივებიდან პირველი ტრანშის მიღების შესაძლებლობა მიეცა.
წყარო: 1 არხი