ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში 210 000 შენობა დაანგრია ან დააზიანა, – ამის შესახებ New York Times წერს. გამოცემა სტატიაში თანამგზავრებიდან გადაღებულ მასალებს ეყრდნობა.
ამერიკული გამოცემის წერს, რომ დანგრეული და დაზიანებული შენობების თითქმის ნახევარი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებშია.
მათ ინფორმაციით, 900-ზე მეტი სკოლა, საავადმყოფო, ეკლესია და სხვა დაწესებულება დაზიანდა ან განადგურდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უნდა იყოს დაცული ჟენევის კონვენციით.