რუსეთის გაერთიანებულმა ავიასამშენებლო კორპორაციამ (ОАК) უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამავლობაში ააშენა მხოლოდ 7 სამგზავრო ავიალაინერი, ნაცვლად დაგეგმილი 108-ისა. ამის შესახებ რადიოსადგურ “ბიბისის” რუსული სამსახური წერს.
საუბარი ეხება შვიდ Superjet 100-ს (სამგზავრო თვითმფრინავი დანიშნულია 87-დან 108 ადამიანის გადასაყვანად). ასეთი თვითმფრინავების გამოსაშვებად გამოიყენება ბევრი უცხოური კომპონენტი, შესაბამისად რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შემდეგ მათი გამოშვება გაიყინა. ხოლო ომის განმავლობაში გამოშვებული ლაინერები ომამდე დაპროექტდა. გარდა мо Superjet 100-ისა, რუსეთში გამოუშვეს ორი საცდელი თვითმფრინავი ილ-96-400მ და ილ-114, რომლებიც გამოცდებისთვის გამოიყენება.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა გამოაცხადეს რუსული თვითმფრინავებისთვის ცის დახურვა და ასევე დააწესეს აკრძალვა მათთვის თვითმფრინავებისა და ნაწილების გაყიდვაზე. Airbus-მა და Boeing-მა შეწყვიტეს რუსული კომპანიების თვითმფრინავების მომსახურება და რუსეთისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება, ხოლო თვითმფრინავების ლიზინგით დაკავებულმა ზოგიერთმა კომპანიამ ასევე უარი თქვა რუსულ გადამზიდავებთან მუშაობაზე.