ომის დაწყებიდან დღემდე ღაზას სექტორში სულ მცირე 21 500 ადამიანი დაიღუპა – BBC

გასული 24 საათის განმავლობაში ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნისზე ს თავდასხმებს სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის ჯარები ქალაქში ეტაპობრივად წინ მიიწევენ და „ჰამასის“ გამაგრებებს იკავებენ.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაჯგუფების გვირაბი ააფეთქეს.
BBC-ის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ღაზას სექტორში სულ მცირე 21 500 ადამიანი დაიღუპა, რაც სექტორის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ