ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაზე დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა ზე დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა 273 დრონი ძირითადად ს, დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქების მიმართულებით გაუშვა.

იერიშს კიევის ოლქში ერთი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი.

“სამწუხაროდ მტრის შეტევის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად ობუხოვის რაიონში ქალი დაიღუპა”. – წერს კიევის ოლქის გუბერნატორი, ნიკოლაი კალაშნიკი Telegram-ზე.

კიევი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ისევე როგორც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი ცხრა საათის განმავლობაში საჰაერო განგაშის რეჟიმში იმყოფებოდა. სამხედროების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემები რამდენჯერმე გააქტიურდა.

“ძალიან მძიმე ღამე იყო. ყოველთვის იყენებდა ომსა და იერიშებს მოლაპარაკებებისას ყველას დასაშინებლად”. – დაწერა უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ Telegram-ზე.

საჰაერო ძალების განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ 88 დრონი გაანადგურა.

მანამდე, ყველაზე მასშტაბური შეტევა 2023 წლის 23 თებერვალს მოხდა, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 267 დრონი გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – შალვა პაპუაშვილმა ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე – სად ნახეს დიპლომატები აქციებში წინასაარჩევნოდ? ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები

პროკურორი ნინო დათაშვილის ექსპერტიზაზე – ხაზგასმით ვამბობ, რომ არა მსგავსი შინაარსის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა დაცვის მხარის მიერ, ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება ბრალდების მხრიდან არც დადგებოდა