ომის დასასრულებლად რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის დამატებით სანქცირება შეიძლება – კით კელოგი

15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე სა და რუსეთში -ს პრეზიდენტის, ს სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა ომის დასასრულებლად ს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისთვის დამატებითი სანქციების დაწესების იდეა გაახმოვანა. ამასთან, კელოგმა ორივე ქვეყანას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დათმობებზე წასვლისკენაც მოუწოდა. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Kyiv Independent ავრცელებს.
“რა ამოძრავებს რუსეთს? ის მართლაც ბენზინის სახელმწიფოა. იმ ფულის 70%, რომლითაც ამ ომს აფინანსებენ, ბენზინის, ნავთობისა და ბუნებრივი აირისგან მოდის. მათი უმეტესობა კი ჩრდილოვან ფლოტში ხვდება”. – თქვა კელოგმა პანელურ დისკუსიაზე.
კელოგმა რუსეთზე წნეხის მოსახდენად ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებაზე მიანიშნა.
“შესაბამისად, რა უნდა დათმოს [ვლადიმირ პუტინმა]? იქნებ, მან თავისი ნავთობით მიღებული შემოსავალი დათმოს და ჩვენ მას ამას ვაიძულებთ, ვინაიდან ამ დროს რასაც აკეთებ, არის ის, რომ უწესებ სანქციებს, რომლებიც მის ეკონომიკურ მხარდაჭერას არღვევს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც შეიძლება”. – თქვა კელოგმა.
რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი ერთობაა იმ რუსული ტანკერებისა, რომლებიც ნავთობის კონტრაბანდულ ტრანზიტს ახორციელებენ. სწორედ ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით ახერხებს რუსეთი დასავლური სანქციებისგან ნაწილობრივ გვერდით ავლას.
Kiyv Independent-ის ცნობით, კელოგმა ისაუბრა ომის დასასრულებლად კონფლიქტის ორივე მხარის მიერ დათმობებზე წასვლის აუცილებლობაზე.
“როცა დათმობებზე ვლაპარაკობთ, ცხადია, საუბარია დათმობებზე, რომლებზეც ორივე მხარე უნდა წავიდეს”. – თქვა კელოგმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ კერძოდ რა სახის დათმობებს გულისხმობდა.
“თუ ფიქრობთ, რომ აქედან [მრავალი ჯარისკაცის სიკვდილის] გზით გამოხვალთ, ცდებით, რადგან ეს ისტორიის ცუდი ხედვაა”. – თქვა კელოგმა და აღნიშნა, რომ რუსეთი “თანახმაა, გაწიროს” მრავალი რუსი ჯარისკაცი ფრონტზე. გამოცემის ცნობით, კელოგმა ასევე გაიხსენა, რომ მეორე მსოფლიო ომში, სტალინგრადის ბრძოლაში 700 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
კელოგის განცხადებები უკავშირდება ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას, მიიყვანოს უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან.
დისკუსიის დროს კელოგმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეები “ყოვლისმომცველ გეგმაზე” მუშაობენ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლადაა საჭირო, თუმცა აღნიშნული გეგმის დეტალებზე არ უსაუბრია.
ცოტა ხნის წინ Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში გაემგზავრებიან, რათა რუსულ და უკრაინულ მხარეებთან ერთად ომის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყონ. გამოცემას ამის შესახებ ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა უთხრა.
Politico-ს ცნობით, აშშ-ს დელეგაციაში იქნებიან აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი.
თუმცა, ზემოხსენებული ანონიმური ამერიკელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, დელეგაციაში არ იქნება ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგი.
წყარო: ტაბულა