ომის გამო, პუტინს გადასახადების გაზრდა უწევს

რუსეთის პრეზიდენტი და მისი ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი პირობას იძლეოდნენ, რომ 2030 წლამდე გადასახადებს არ გაზრდიდნენ, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულეს და მალე რუსებს რეკორდული საგადასახადო ტვირთის ზიდვა მოუწევთ. ადგილობრივი კრიტიკოსები იცინიან და მოსახლეობას მოუწოდებენ: „გადაიხადეთ მეტი, ჭამეთ ნაკლები“.
„პუტინსა და რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვთ. ამიტომ, დროა, მ იმოქმედოს“, – დაწერა -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მას რუსეთში ბენზინის დეფიციტი ჰქონდა მხედველობაში.
თუმცა, გაურკვეველი დარჩა, რა ახალ ინფორმაციას ფლობს ტრამპი ს ეკონომიკის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტის ამ საკამათო პროგნოზიდან ერთი დღის შემდეგ, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებაზე გაწეული ხარჯების გამო, 2026 წლის დასაწყისიდან, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ამჟამინდელი 20%-დან 22%-მდე გაზრდა მოუწევს. გამონაკლისი მხოლოდ ძირითადი საკვები პროდუქტები იქნება.
ამ განცხადებამ რუსეთში, სულ მცირე, იმდენივე მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რამდენიც იმ ფაქტმა, რომ კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პირველად ისაუბრა „საბედისწერო ომზე“, რომელიც რუსებმა აუცილებლად უნდა მოიგონ. აქამდე ეს სიტყვა დასჯადი იყო – პუტინი ყოველთვის „სპეციალურ ოპერაციაზე“ საუბრობდა. ამავდროულად, პესკოვმა აღიარა პრობლემები რუსეთის ეკონომიკაში: „ყველა ქვეყნის ეკონომიკა ამჟამად პრობლემებს ებრძვის და ჩვენს შემთხვევაში, ამას სანქციებიც ამძიმებს. ამის მიუხედაავდ, წარმოდგენილია დაბალანსებული ბიუჯეტი. აბსოლუტურად დაბალანსებული ბიუჯეტი“.
სამხედრო ბლოგერი, ალექსეი ჟივოვი, მომავალი წლიდან დღგ-ს ზრდასთან დაკავშირებით, გაფრთხილებას იძლევა: „შემოსავლების უთანასწორო განაწილება რუსეთში ძალიან მკაფიოა. დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს ყველაფერი აქვს და მათთვის გადასახადების გაზრდა არაფერს ნიშნავს. მაგრამ დანარჩენ 135 მილიონს თითქმის არაფერი გააჩნია და მათი ოჯახების ბიუჯეტზე ეს გამანადგურებელი დარტყმა იქნება“. რუსები ახლა ეცდებიან, „მეტი შვილი“ აღარ იყოლიონ, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ყველაფერს ცდილობს მოსახლეობის დრამატულად კლების ტემპის შესანელებლად.
პოლიტიკურმა ბლოგერმა, ვადიმ შუმილინმა ირონიულად დაწერა: „მხოლოდ მარჩიელობით შეიძლება იმის გამოცნობა, თუ რატომ ჩათვალა სილუანოვმა გადასახადების ზრდა აუცილებელ ზომად. ალბათ, იმიტომ, რომ პატრიოტული აღტკინებით შეპყრობილი რიგითი რუსები (ეს ხომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიდან ვიცით!) წაახალისოს, რომ მომავალში მეტი გადაიხადონ და ნაკლები ჭამონ.“
ერთ-ერთმა უმსხვილესმა რუსულმა პოლიტიკურმა ბლოგმა (391 000 გამომწერი) ასევე ირონიულად იკითხა: „ასე როგორ შეიძლება, ამხანაგო სილუანოვ?“ ფინანსთა მინისტრი სხვებმაც დაადანაშაულეს და გაიხსენეს, რომ ის, პუტინის მსგავსად, გადასახადების ზრდას გამორიცხავდა. მწარე დასკვნა: „თუ გავითვალისწინებთ დაფინანსების ხარჯებს [ანუ, ძალიან მაღალ საპროცენტო განაკვეთებს რუსეთში], კომპანიებზე ტვირთი რუსეთში ამჟამინდელი გადასახადებითაც კი უფრო მაღალია, ვიდრე გერმანიაში. ჩვენ სწრაფად ვუახლოვდებით მსოფლიოში ყველაზე მაღალი გადასახადების მქონე ქვეყანას – საფრანგეთს! დაივიწყეთ საუბარი ევროპის თითქოსდა აღმაშფოთებელ გადასახადებზე. გილოცავთ, ჩვენც ევროპა ვართ“.
„ომი რუსებს ყოველწლიურად უფრო ძვირი უჯდებათ“, – ჩივიან ექსპერტები. ბიზნეს-მიმომხილველი დიმიტრი დრიზე ოხრავს: „ესკალაციის კიდევ ერთი რაუნდი გარდაუვალია. ამავდროულად, რუსეთში გადასახადები იზრდება“. კრემლის კრიტიკოსი ეკონომისტი, იგორ ლიპსიცი კი ირონიულად შენიშნავს: „განა ეს სიხარულის მიზეზი არ არის?“. ამ შემთხვევაში, ლიპსიცი გულისხმობს კრემლის ოფიციალური პირების არგუმენტს, რომ დღგ-ს ზრდა რუსების მსყიდველობითუნარიანობას შეამცირებს და, შესაბამისად, ინფლაციას შეანელებს.
სანქტ-პეტერბურგის გაზეთ „ფონტანკას“ მკითხველმა სარკაზმს მიმართა: „ხალხი სიამოვნებით იხდის სიდიადისთვის. დიახ, ეს შესანიშნავია, ჩვენ ვტკბებით. მომავალი ახლა იწყება“. რუსეთში არსებულ თვალსაჩინო სოციალურ უთანასწორობაზე მითითებით, მიმომხილველები არ ცხრებიან: „თუ ფრჩხილების ზრდაზე გადასახადი არსებობს, მაშინ გადასახადი მანიკიურ/პედიკიურზეც უნდა იყოს.“
რუსეთის დუმაში საპარლამენტო ჯგუფების ლიდერებთან „ფუფუნების გადასახადის“ საკითხზე დისკუსიისას, თავად პუტინმა აღნიშნა, რომ კორეისა და ვიეტნამის ომების დროს, აშშ-მა „განსაკუთრებით მაღალშემოსავლიანებისთვის“ გადასახადები გაზარდა: „პრინციპში, ჩვენც იგივეს ვაკეთებთ. გადამეტება არ შეიძლება და ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ, მთლიანობაში, წინააღმდეგი არ ვარ, თუ ხალხი ხედავს, რომ მათი ფული კონკრეტულ, კარგ საქმეზე მიდის. ჩვენი ხალხი პატრიოტი და გულუხვია“.
წყარო: 1 არხი