სახალხო დამცველის აპარატი აქციებზე დაკავებულi და დაშავებულ ადამიანებთან დაკავშირებით სტატიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 ადამიანი მოინახულეს.
აპარატის თანახმად, არასათანადო მოპყრობაზე 226 ადამიანი მიუთითებდა, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.