ომბუდსმენი: უმოკლეს ვადებში გამოიკვეთოს სავარაუდო დამნაშავეების პასუხისმგებლობა

სახალხო დამცველი ოპოზიციური წარმომადგენლებზე, მედია საშუალებებსა და აქციის მონაწილეებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობს.
როგორც იოსელიანი წერს, ომბუდსმენის აპარატმა არაერთ მსგავს ფაქტზე მოახდინა რეაგირება და მიმართ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენერალურ პროკურატურასა და -ს.
“კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატმა საგამოძიებო უწყებებს, დროული და ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მიზნით, მიმართა ს, სოფო ჯაფარიძის, ს, გია ჯაფარიძის, გიორგი მუმლაძის, ბორის ჩელე ყურუას, ნოდარ ჩაჩანიძის, დიმიტრი ჩიქოვანის, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძის, დიჯეი გიორგი შენგელიას, სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის მამის, -სა და საქართველოს მოქალაქე თეოდორ ჯონასის, პედაგოგ ლადო აფხაზავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე;
ასევე, ონლაინ გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილისა და ამავე მედიის ჟურნალისტების, ონლაინ გამოცემა ტაბულას ჟურნალისტ გიორგი ბადრიძის, გამოცემა აპრილის ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაულის, ტელეკომპანია ტვ პირველთან შესაძლო ჩასაფრებისა და ამავე ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის საქმიანობის ხელშეშლაზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტებზე; ასევე, 13 მაისსა და წინა დღეებში მომხდარ/საჯაროდ გავრცელებულ არაერთ ვიდეომასალაში აღბეჭდილ ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის, ლეონიძის ქუჩაზე მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გმირთა მოედანზე ახალგაზრდების ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის შემთხვევებზე”.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის საქმეებში პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები იკვეთება, რაც კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ ადამიანთა უფლებებსა და დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება.
“სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში, მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების, და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების მიზნით. აქვე, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყურადღების მიღმა არ დატოვონ ხსენებული არასათანადო ქმედებების მოტივი, რომელიც უკავშირდება მათი განსხვავებული შეხედულებების, პროფესიული საქმიანობისა თუ პოლიტიკური პოზიციების გამო დევნას”, – ნათქვამია განცხადებაში.