საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 28 აპრილის აქციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ამ დროისთვის (00:30) არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს. იოსელიანი მოუწოდებს შსს-ს არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ და არ შეუშალოს ხელი მათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.
“სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს” – წერია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.
28 აპრილს აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და რუსთაველის გამზირდე გაგრძელდა. მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლის თანამშრომლებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაუშვეს სპრეი. 29 აპრილს რუსული კანონის მხარდასაჭერად ქართული ოცნების აქციაა დაანონსებული.