ომბუდსმენი: ვსწავლობთ ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას, განვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი სწავლობს მომხდარს.
განცხადებაში ლევან იოსელიანი წერს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური სისტემა სათანადოდ ვერ პასუხობს იმ ოჯახების ინდივიდუალურ გამოწვევებს, სადაც ბავშვი ან ბავშვები არიან.