ომბუდსმენი – დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება, ეს ღირსების შემლახავი მოპყრობაა – სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს, რადგან ელენე ხოშტარიამ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა

სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება – ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს, რითაც კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას და მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ომბუდსმენის განაცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს.
„სახალხო დამცველი ეხმიანება ელენე ხოშტარიას დაკავებისა და მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება – ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა.
ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსი მოპყრობა ქალების მიმართ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა ელენე ხოშტარიას და მან კვლავ უარი განაცხადა აპარატთან თანამშრომლობაზე.
სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

,,ლელო – ძლიერი საქართველო” დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე – ,,ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ხალხს ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს – ცვლილებებს გავასაჩივრებთ

ანა წითლიძე: ჩვენ დღეს რასაც ვუყურებთ არის ის რომ ერთ კორუმპირებულ კლანს ანაცვლებს მეორე კორუპირებული კლანი. საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. არც პროდუქტებზე ფასები დაიკლებს, არც კორუფცია მოისპობა (ვიდეო)