ომბუდსმენი ანტილგბტ კანონის იდეაზე: კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს

საპარლამენტო უმრავლესობის იდეას ანტილგბტ კანონის მიღების შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კანონპროექტი კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს.
„წინასწარ კანონპროექტის შინაარსის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ არის ცალსახა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ველოდები კანონპროექტს, რომლის გაცნობის შემდეგაც შევძლებ დეტალების შეფასებას”, – ნათქვამია სახალხო დამცველის კომენტარში, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა წერილობით მოგვაწოდა.
29 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გეგმავენ შეიმუშაონ კანონპროექტი, რომლის მიზანიც „საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან” დაცვაა.
1 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავარია შემუშავებული დოკუმენტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდეს.
რუსეთში 2022 წლის დეკემბრიდან აიკრძალა ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება. ამისათვის გათვალისწინებულია ჯარიმები – მოქალაქეებისთვის 400 000 რუბლამდე და ორგანიზაციებისთვის ხუთ მილიონ რუბლამდე. 2023 წლის 30 ნოემბერს კი რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით აკრძალა არარსებული საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა და ის ექსტრემისტულად გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?