ომბუდსმენის მოადგილე: -ს ვთხოვდით ინფორმაციას, რა გამოიყენეს აქციაზე, პასუხი არ მიგვიღია

სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური ამბობს, რომ ინფორმაციის გამოთხოვნის მიუხედავად, აქციის დაშლისას ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან პასუხი არ მიუღიათ. ამაზე ღუდუშაურმა TV პირველთან ისაუბრა.
“სამწუხაროდ, არ მიგვიღია დამატებითი ინფორმაცია. მოგეხსნებათ, ჩვენ ვსწავლობდით საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს და ამის შესწავლის ფარგლებში მივმართეთ სწორედ და -საც ვთხოვდით კონკრეტულად რა სახის სპეციალური საშუალებები გამოიყენეს ამაზე ინფორმაციას. ასევე, ვთხოვდით ინფორმაციას იყო თუ არა გამოყენებული რაიმე სახის ქიმიური ნივთიერება და რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ამ ნივთიერებებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპამდე ინფორმაცია არ მიგვიღია”- თქვა ღუდუშაურმა.