ომბუდსმენის მიერ მონახულებული 16 მომიტინგიდან 10 “სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა, ან ძალის გადამეტების მსხვერპლია”

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა 19 ნოემბერს, გამთენიისას, აქციის დარბევაზე დაკავებული და დაშავებული მოქალაქეები მოინახულეს, ჯამში – 16 ადამიანი. მათგან 14 დროებითი მოთავსების იზოლატორშია, ხოლო 2 – კლინიკაში.
“იმ 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია. სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყოს და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება – ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად.
ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და კადრები გადასცა, რომელშიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებია ასახული”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ სულ ოცი მომიტინგე დააკავა ადმინისტრაციული წესით. იმ პირებს შორის, ვისთანაც ორგანიზაციას ჰქონდა კომუნიკაცია, ფიზიკურ დაზიანებაზე სამი საუბრობდა.
“სამ პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რომელიც დაკავების დროს, ავტომობილებში მიიღეს […][დაკავებულთაგან] 2 ქალი იყო, რომლებიც ხელწერილით გაათავისუფლეს, ასევე ერთი ოპერატორი. ერთი პირი საავადმყოფოშია, მის მიმართაც ადმინისტრაციული წესით დაწყებულია საქმის წარმოება. ხოლო, ერთი დაკავებულის ადგილმდებარეობა უცნობია, ახლაც ვარკვევთ რომელ იზოლატორშია გადაყვანილი,” – ამბობს ნინო ხუციშვილი, საია-ს იურისტი.
“ნეტგაზეთმა” ინფორმაციის დაზუსტება სცადა შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც. -ში მხოლოდ 16 დაკავებულის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, დაშავებულების შესახებ კი ზუსტ მონაცემებს არ გვაწვდიან.
19 ნოემბერსა, გამთენიისას, პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დაშლა დაიწყო. მოქალაქეები ხელახალი ს ჩატარების მოთხოვნით უკვე მე-2 ღამეს ათევდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან.
დარბევის დაწყებამდე შსს-ს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ეწერა, რომ მათ 15 წუთს აძლევდნენ ტერიტორიის დასატოვებლად. მათი თქმით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ გზის გადაკეტვის საჭიროება ყოფილიყო.