ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალ-ბუსაიდიმ განაცხადა, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გადაიდო.
სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 3 მაისისთვის დაგეგმილი შეხვედრა „ლოგისტიკური მიზეზების“ გამო გადაიდო.
ალ-ბუსაიდის, რომელიც მოლაპარაკებებში სამ რაუნდს შუამავლობდა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნით გადაიდო“. მან თქვა, რომ ირანი კვლავ ერთგული რჩება „სამართლიანი და მდგრადი შეთანხმების“ მიღწევისა.
სააგენტო AP-ს კი წყარომ უთხრა, რომ ამერიკას „არასდროს დაუდასტურებია მონაწილეობა“ რომში გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდში. თუმცა, ამ წყაროსვე ცნობით, აშშ მოელის, რომ მოლაპარაკებები „უახლოეს მომავალში“ ჩატარდება.
ფორუმი
