ომანის დედაქალაქში აშშ-ის და ირანის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო

ომანის დედაქალაქში -ის და ირანის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო. როგორც ირანული მედია წერს, მხარეები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მსჯელობენ. მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი თავის ომანელ კოლეგას ბადრ ალ-ბუსაიდის შეხვდა.
ამერიკულ დელეგაციას ომანში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ს სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად დელეგაციაში ასევე არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკური დაგეგმარების დირექტორი მაიკლ ენტონი, რომელიც ტექნიკური კონსულტაციების მიზნით შექმნილ საექსპერტო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ირანის ხელისუფლების ცნობით, მათ დელეგაციაში ასევე არის ექსპერტების ჯგუფი, რომელიც სანქციების მოხსნის საკითხებზე მუშაობს. ამ ჯგუფის შემადგენლობა არ დასახელებულა.
თეირანში აცხადებენ, რომ ირანის პრიორიტეტი სანქციების მოხსნაა.
აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი მიზანია, უზრუნველყონ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ამ მიზნით ვაშინგტონი ირანისგან ბირთვული პროგრამის შეწყვეტას ითხოვს, ხოლო თეირანი ამაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მისი პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
ცნობისთვის, ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ომანში, ხოლო მეორე იტალიაში გაიმართა.
წყარო: 1tv.ge