ოლტმენის თქმით, Meta-მ OpenAI-ის თანამშრომლებს $100 მილიონის ბონუსები შესთავაზა

ოლტმენის თქმით, Meta-მ OpenAI-ის თანამშრომლებს $100 მილიონის ბონუსები შესთავაზა
OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ოლტმენის განცხადებით, Meta-მ მისი კომპანიის თანამშრომლებს, გადასაბირებლად, $100 მილიონის ბონუსები შესთავაზა. თუმცა, ოლტმენის ინფორმაციითვე, დასაქმების შესახებ Meta-ს წინადადებას მისი საუკეთესო თანამშრომლებიდან ჯერ არცერთი არ დათანხმებია.
„მათ [Meta] ჩვენი გუნდის წევრებისთვის მასშტაბური შეთავაზებების გაკეთება დაიწყეს. წარმოიდგინეთ, დაახლოებით $100 მილიონის ბონუსები მხოლოდ სამსახურის შეთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში. ეს იმაზე მეტია, ვიდრე წლიური კომპენსაცია“, – განაცხადა ოლტმენმა Uncapped-ის პოდკასტში და ისიც დასძინა, რომ Meta მის კომპანიას თავის უდიდეს კონკურენტად განიხილავს.
ოლტმენის განცხადებაზე Meta-ს ამ ეტაპისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა ამერიკული კომპანიის ბოლოდროინდელი ქმედებები ს მიმართულებით მის ამბიციებზე მეტყველებს. მაგალითად, Meta, ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვის კონკურენციის გაწევის მიზნით, სუპერინტელექტის განყოფილების შექმნაზე უკვე მუშაობს.
ამასთან ერთად კი, ცოტა ხნის წინ, Meta-მ $14.3 მილიარდად -სტარტაპ Scale AI-ის წილის შეძენის შესახებაც განაცხადა. შეთანხმების თანახმად, Scale AI-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ ვანგი Meta-ში მაღალ პოზიციას დაიკავებს და ის სწორედ კომპანიის ახალ, სუპერინტელექტის ლაბორატორიას უხელმძღვანელებს.