ოლიმპიური ჩირაღდანი ლოს-ანჯელესმა გადაიბარა – Snoop Dogg (ვიდეო)

11 აგვისტოს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადა დასრულდა. დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს: როკ ჯგუფმა Red Hot Chilli Peppers, პოპ დივა ბილი აილიშმა, რეპერებმა Snoop Dogg და Dr.Dre.

შემდეგი ოლიმპიადა, 2028 წლის ზაფხულში -ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა კალიფორნიელმა არტისტებმაც მიიღეს. ლოს-ანჯელესური წარმოდგენა რეპერმა Snoop Dogg-მა დახურა, რომელმაც ჯერ Drop It Like It’s Hot შეასრულა, შემდეგ კი სცენაზე დიდი ხნის მეგობარი პროდიუსერი და რეპერი Dr. Dre მიიწვია. წყვილმა 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიპ-ჰოპ კომპოზიცია Still D.R.E. შეასრულა.