ოლიმპიური მედალოსნებისთვის მთავრობა ფულად პრიზს აწესებს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა სპორტსმენებისთვის, რომლებიც ოლიმპიურ მედლებს მოიპოვებენ ფულად პრიზს აწესებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა მილიონ ლარს გასცემს ოქროს მედალოსნებისთვის, ვერცხლის პრიზიორებისთვის – ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები 250 000 ლარს მიიღებენ.
„ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი – ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი- ბრინჯაოს პრიზიორებისთვის.
დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებით იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ, დამატებით აამაღლებს“, – თქვა მ ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე.
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა პარიზში 26 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში გაიმართება და მასში საქართველოდან მონაწილეობას 28 სპორტსმენი მიიღებს შემდეგ სახეობებში:
ტყვიის სროლა
· სალუქვაძე ნინო – (10მ, 25მ)
ფარიკაობა
· ბაზაძე სანდრო – ხმალი
ძალოსნობა
· მიშველიძე შოთა – 61 კგ
· ჩხეიძე ირაკლი – 102 კგ
· ტალახაძე ლაშა + 102 კგ
ძიუდო
· სარდალაშვილი გიორგი – 60 კგ
· მარგველაშვილი ვაჟა – 66 კგ
· შავდათუაშვილი ლაშა – 73 კგ
· გრიგალაშვილი ტატო – 81 კგ
· ბექაური ლაშა – 90 კგ
· სულამანიძე ილია – 100 კგ
· თუშიშვილი გურამი + 100კგ
· ლიპარტელიანი ეთერი – 57 კგ
· ასკილაშვილი ეთერი – 63 კგ
· სომხიშვილი სოფიო +78 კგ
კრივი
· გურული ლაშა – 63.5 კგ
· ყუშიტაშვილი გიორგი – 92 კგ
ბატუტზე ხტომა
· გოლოვინა ლუბა
თავისუფალი სტილით ჭიდაობა
· ძებისაშვილი გოდერძი – 65 კგ
· გამყრელიძე ვლადიმერ – 86 კგ
· მაჭარაშვილი გივი – 97 კგ
· პეტრიაშვილი გენო – 125 კგ
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა
· ზოიძე რამაზი – 67 კგ
· გობაძე ლაშა – 87 კგ
· კობლიაშვილი რობერტი – 97 კგ
მძლეოსნობა
· ხარჩილავა ლიკა – 100 მ
ცურვა
· ფანცხავა ნოე – გულაღმა ცურვა 100მ
· ნიჟარაძე ანა – ბატერფლაი 100მ

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი