„ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება პარიზის ოლიმპიადის გახნის ცერემონიალს და ქართველ სპორტსმენებს წარმატებას უსურვებს.
„პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ. საქართველოს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ! დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით იქნება სავსე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
საქართველოს გუნდი ოლიმპიადაზე 28 სპორტსმენითაა წარმოდგენილი, მათგან 7 ქალია.
26 ივლისს პარიზში, ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა და ის 11 აგვისტომდე გასტანს. ძირითადი შეჯიბრები პარიზში მოეწყობა, სპორტული ასპარეზობა გაიმართება საფრანგეთის არაერთ სხვა ქალაქში, ხოლო სერფინგის მოყვარულებს სპორტის ამ სახეობაში შეჯიბრების თვალყურის დევნება საფრანგეთის პოლინეზიაში, ტაიტიზე მოუწევთ.
ფორუმი