ოლიმპიადის პრიზიორებს ღირსების ორდენი, ოლიმპიურ ჩემპიონებს – წმინდა გიორგის ორდენი – მთავრობის გადაწყვეტილება

“გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები – წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური წარდგინება განხორციელდება.
„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, რაც შეეხებათ ოლიმპიურ ჩემპიონებს, ისინი უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური წარდგინებაც განხორციელდება“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს შანსი, რომ ოცეულში დაიმკვიდროს ადგილი.
10 აგვისტოს, გენო პეტრიაშვილის მიერ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (125 კგ) და ლაშა ტალახაძის მიერ ძალონსობაში ოქროს მედლის მოპოვებით საქართველოს ოქროს მედლების რაოდენობა სამამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ქვეყანა მედლების საერთო გუნდურ რეიტინგში 39-დან 24-ე პოზიციაზე დაწინაურდა. არსებული მდგომარეობით, ქართველ ოლიმპიელებს 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვთ.
დღეს კი, 11 აგვისტოს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (97 კგ) ფინალი არის დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას გივი მაჭარაშვილი მიიღებს.
შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მეოთხე ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს, რა შემთხვევაშიც, საქართველო საერთო გუნდურ შედეგში მეჩვიდმეტე პოზიციაზე დაწინაურდება.

ასევე დაგაინტერესებთ