ოლიმპიადის მთავარი სენსაცია – უტა აბე მედლის გარეშე დარჩა, იაპონელის ემოციები მარცხის შემდეგ [VIDEO]

2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი და 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონი უტა აბე (52 კგ) მერვედფინალში სენსაციურად უზბეკ დიორა კელდიოროვასთან დამარცხდა.
თავდაპირველად უტა ვაზარით იგებდა, თუმცა კელდიოროვამ მისი იპონით დამარცხება მოახერხა.
დღეს ტატამზე უტას ძმა (66 კგ), ასევე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ჰიფუმიც წარსდგება