შვეიცარიის ქალაქ მიესში ოლიმპიადის წილისყრა გაიმართა.
როგორც იცით, საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის 1 საგზურისთვის 2-დან 7 ივლისის ჩათვლით რიგაში იბრძოლებს. ერთ ქვეჯგუფში საქართველოსთან ერთად ლატვია და ფილიპინები მოხვდნენ, ხოლო მეორე ქვეჯგუფში ბრაზილია, კამერუნი და მონტენეგრო. პირველი და მეორეადგილოსნები ნახევარფინალში შეხვდებიან, შემდეგ ფინალი ჩატარდება, რომელშიც გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს.
დღეს გაირკვა, რომ რიგის ტურნირის გამარჯვებული ოლიმპიადაზე B ჯგუფში მასპინძელ საფრანგეთთან, გერმანიასთან და იაპონიასთან ერთად ითამაშებს.