“ოლიმპიადა დასავლური ვერსიით ძველი ნაგავია, ფულის გათეთრებისა და შოუს შექმნისთვის იყენებენ” – თინა კანდელაკი

“გაზპრომ-მედიის” გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადას გამოეხმაურა.
“მეგობრებო, უკვე გითხარით, რომ ოლიმპიადა დასავლური ვერსიით ძველი ნაგავია, ფულის გათეთრებისა და შოუს შექმნისთვის იყენებენ. ზოგს ამაში ეჭვი ეპარებოდა, თუმცა წლევანდელმა ტურნირმა ყველაფერი ცხადი გახადა და ამაში უკვე ყველა დარწმუნებულია.
გახსნის სცენა იხილეთ, მამაკაცებმა რინგზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აპლოდისმენტების ფონზე, ქალები სცემეს. სახელმწიფოები, რომლებმაც ეს ქმედება მოიწონეს, სკოლებს ბომბავენ”, – განაცხადა კანდელაკმა საკუთარ “ტელეგრამის” გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში