ოლიმპიადა გრანდიოზული აღლუმით გაიხსნა – პირველ საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს [VIDEO]

დღეს პარიზში ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები.
გახსნის გრანდიოზულ საზეიმო ცერემონიაზე, რომელსც უამრავი ადამიანი დაესწრო, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ლეგენდარული ქართველი სპორტსმენები – ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იყვნენ. მთავარ სცენად მდინარე სენა იქცა. დელეგაციებს გემები ჰქონდათ გამოყოფილი.
ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბის­თვის 206 ქვეყ­ნის 10 500 სპორ­ტსმე­ნი იბრძოლებს. ოლიმპიადაზე მონაწილეობას 28 ქართველი მიიღებს.
27 ივლისს ოლიმპიადაზე ხუთი ქართველი სპორტსმენი გამოვა: ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, პნევმატური პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათე ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას, მოცურავე ანა ნიჟარაძე და მოკრივე
ლაშა გურული (63.5 კგ).

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში