“ოლიგარქი მიხვდა, რომ მისი რუსი ხელისბიჭი ბარიერს ვერ ლახავს და სალომეს დაევალა გახარიას გადარჩენა” – ხვიჩა ყალაბეგაშვილი

გამომცემლობა “კალმოსამის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
ცალსახად არის ბიძინას რეზიდენტი, ისევე როგორც გახარია… ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ზურაბიშვილი და გახარია უნდა გადაეფარონ ოლიგარქს, მოტივით ,,ქვეყანაა ასაშენებელი და ახლა წარსულზე ფიქრის დრო არ არის”, იგივე მისია ექნევათ ს და ელისაშვილს, რადგან გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვთ ოლიგარქთან… ოლიგარქი მიხვდა, რომ მისი რუსი ხელისბიჭი გახარია ბარიერს ვერ ლახავს და სალომეს დაევალა გახარიას გადარჩენა, პოლიტიკაში დატოვება… თუ მოხდა ისე, რომ ხაზარაძემ შეიერთა ეს თვალებისმთხრელი რუსი, ხაზარაძეც ბიძინას თამია და ხდება პოლიტიკური როტაცია, ანუ ბიძინა სათამაშო ფიგურებს ცვლის, დაფას თვითონ იტოვებს…
ახლა ბევრი გამოენთებით – პოლიტიკურად ანგაჟირებული მედროვე, ცალტვინა სოფისტი, მაკიაველის შესავალ წაკითხული და პატრიოტი, რომლებსაც სამშობლო საკუთარი საფულის გავლით გიყვართ…
თუ ვინმეს თავი იმდენად ჭკვიანი გგონიათ, რომ საწინააღმდეგო ამტკიცოთ, აგერ დავდოთ დათქმა, რომ თუ გამარჯვების შემთხვევაში ამ ხალხმა დაიწყო ,,ბიძინას პასუხს ვერ მოვთხოვთ” ერთი წლით გაქრით ფეისბუქიდან, თუ მოსთხოვეს პასუხი ოლიგარქს ამდენი წლის მავნებლობაზე, მე გავქრები ერთი წლით…”

ასევე დაგაინტერესებთ