დანიურ გაზეთში, ელჩი სორენსენის სტატიაზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით, დანიის საელჩო საქართველოში განმარტევას აკეთებს. საუბარია დიპლომატის განცხადებაზე, სადაც მან ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა:
„სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე, სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით. დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების განხორციელების კუთხით დარჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის მხარდამჭერი.
ჩვენ ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. საელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან“. ნათქვამია დანიის საელჩოს განცხადებაში.
ელჩის კომენტარმა “ოცნების” ლიდერები და რიგითები წყობიდან გამოიყვანა და დიპლომატს ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. ისინი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ ახსნა-განმარტებებისთვის დაიბაროს სორენსენი.
იხილეთ:
· დანიის ელჩის განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა | კალაძე
· თავხედური განცხადებაა, ვურჩევდი, ბოდიში მოუხადოს ჩვენ საზოგადოებას | ზარქუა დანიის ელჩს