ოლიგარქიული ტრიუკები | ივანიშვილის წასვლა-მოსვლების 11 წლიანი საგა

სამჯერ მოსვლისა და ორჯერ წასვლის ისტორია 11 წლის განმავლობაში. ოლიგარქი პოლიტიკაში ბრუნდება მაშინ როდესაც მას უჭირს, მაგრამ ეს მობრუნებები ხდება მხოლოდ პარტიულ თანამდებობაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე. ბოლო დაბრუნების ოფიციალურ მიზეზად ოპოზიციის სისუსტე დაასახელა; თუმცა საარჩევნო წელს პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლით ყველა აქტორისთვის ცხადი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილს დასავლეთის შესაძლო სანქციებისგან თავის გადარჩენა სურს და ისიც კარგად იცის რომ ოფიციალურ პოზიციაზე მყოფი პირის დასანქცირებაზე – პარტნიორები მარტივად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. 2023 წლის მობრუნებისას საპატიო თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, უფლებით რომ მას პრემიერ-მინისტრის წარდგენა შეუძლია. ამიტომ გაჩნდა მოლოდინი რომ უახლოეს მომავალში ივანიშვილი მისივე დანიშნულ პრემიერ ღარიბაშვილს შეცვლის.