ოლიგარქიული ოჯახების მთელი ენერგია ახლა მიმართულია იმისკენ, რომ ამერიკა გაწმინდონ “დიპ სტეიტის” ნამოქმედარისგან, მოახდინონ მისი რებრენდინგი და ძველი, აპრობირებული მეთოდები მთლიანად ევროპაში ჩატოვონ, ასე აიხსნება ის კონტრასტი NGO-ების მიმართ, რაც აშშ-სა და ევროპას შორის არის
ერთი შეხედვით უცნაური კონტრასტი – აშშ აღიარებს არასამთავრობოთა დესტრუქციულ როლს, მათ მონაწილეობას რევოლუციებსა და არეულობებში, ხოლო “დიპ სტეიტის” მორჩილი ევროპა კბილებით იცავს აშშ – ს მიერ კორუმპირებულად შერაცხულ NGO – ებს, – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია საუბარი.
მისი განცხადებით, რეალურად, აშშ-სა და ევროპას შორის არანაირი კონტრასტი და აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს და ყველაფრის უკან „დიპ სტეიტი“ დგას, რომლის მთავარი საზრუნავი ახლა რებრენდინგია.
„რა ხდება? ნუთუ ტრამპის პოლიტიკასა და ევროპელთა მოსაზრებებს შორის ასეთი კარდინალური სხვაობაა? ნუთუ ეს დაპირისპირება და კონტრასტი რეალურია? სწორედ ეს არის მთავარი კითხვები და ვეცდები, მარტივად და გასაგებად ავხსნა რეალობა.
ცხადია – არანაირი კონტრასტი და აზრთა სხვაობა არ არსებობს – ყველაფერი ერთი ხელით მართული პროცესია, რის უკანაც “დიპ სტეიტი” დგას. ოლიგარქიული ოჯახები ახლა გამალებით ცდილობენ, რომ მათი მმართველობის რებრენდინგი მოახდინონ და ის, რაც საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რაც გაცხადებულია მათ შესახებ – საერთოდ გააქრონ მოქმედებათა არეალიდან. ოჯახების მთელი ენერგია ახლა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ამერიკა გაწმინდონ “დიპ სტეიტის” ნამოქმედარისგან, მოახდინონ მისი რებრენდინგი და ძველი, აპრობირებული მეთოდები მთლიანად ევროპაში ჩატოვონ, თანაც უფრო აგრესიულად და ღიად. ასე აიხსნება ის კონტრასტი NGO – ების მიმართ, რაც აშშ-სა და ევროპას შორის არის.“ – წერს შათირიშვილი.
Previous: იმედი მაქვს, პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილი იმის მანიშნებელია, რომ სამთავრობო ვერტიკალში აცნობიერებენ, რომ არანაირი “დიპ სტეიტთან” მებრძოლი ტრამპი არ არსებობს
