ოლექსი დანილოვი – რუსეთთან ომს არ წავაგებთ – ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა

უკრაინის ეროვნული და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, რუსეთთან ომს არ წააგებს.
„ჩვენ ნამდვილად არ წავაგებთ ომს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა, ჩვენს მხარეზეა უამრავი ქვეყანა, რომელიც ამ საზიზღრობასთან – ს ფედერაციასთან – ბრძოლაში გვეხმარება“, – აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, ცხადია, ფრონტზე შეიძლება იყოს რთული სიტუაციები. ომი ძალიან რთული რამაა და ესა თუ ის პოზიცია ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
„მაგრამ გაითვალისწინეთ, ყოველი ღამის შემდეგ დგება დღე და დღე იწყება მზის ამოსვლით. ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა. არ გვჭირდება ახლა პესიმიზმში ჩავარდნა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: რთული სიტუაციები არსებობს, მთავარია, არ იყოს საბედისწერო, დღეს არაფერია საბედისწერო“, – აღნიშნა დანილოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა