ოლექსი დანილოვი – ნატო-ს ქვეყნებთან იარაღის ერთობლივი წარმოება უკვე მიმდინარეობს

და ნატო-ს ქვეყნები იარაღს ერთობლივად უკვე აწარმოებენ, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„ნატო-ს ქვეყნებთან იარაღის ერთობლივი წარმოება უკვე მიმდინარეობს. სხვა საქმეა, რომ წარმოება მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ, მაგრამ ეს არის ტექნიკური პროცესები, რომელსაც ამუშავებენ შესაბამისი ინსტიტუტები და შესაბამისი ხალხი”, – განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, დღეს აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც ნატო-ში არსებობს.
„განვითარებები, რაც ქვეყანაში გვაქვს, აოცებს ჩვენს პარტნიორებს და აოცებს მათ არაერთხელ. არის პროდუქტები, რომლებიც უმაღლეს დონეზეა გლობალური სამხედრო ინდუსტრიის თვალსაზრისით“, – აღნიშნა დანილოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, რუსეთია, პროტესტს კი შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, საზოგადოება ქუჩაში ბრძოლის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს – დღეს, „ოცნება“ გაძლიერებულია