ოლექსი დანილოვი – მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად და როგორ გამართა კენჭისყრა – ჩვენი მიწის არც ერთ ნაჭერს არ დავთმობთ – ხელახლა დავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას

უკრაინა უარს არ იტყვის საკუთარი მიწის არც ერთ ნაჭერზე, მიუხედავად იმისა, დაუჭერენ თუ არა მხარს სხვა ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერ კანონპროექტებს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„სიმშვიდე და სიმტკიცე. არ აქვს მნიშვნელობა ვინ, სად და როგორ მისცა ხმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენი სახელმწიფოს დაცვას, არ დავთმობთ ჩვენი მიწის არც ერთ ნაჭერს და არ ვაპატიებთ არც ერთი მოკლულის ან დასახიჩრებულის გამო. ჩვენ ვკონცენტრირდებით და გამოვიტანთ დასკვნებს, ხელახლა დავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას“, – აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, ყოველ დღე და ყოველი რთული, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილის შემდეგ, იზრდება და ძლიერდება.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, სა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 60 სენატორის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი მხოლოდ 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ყველა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა და დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა მისცა.