ახლა ჩავფრინდი საქართველოში – თავგადასავალი აეროპორტშივე დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ის საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს PACE-ის მისიის ფარგლებში დააკვირდება.
“ახლა ჩავფრინდი საქართველოში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საერთაშორისო დამკვირვებლად გამომაგზავნა არჩევნებისთვის, რომელიც ხვალ ჩატარდება.
თავგადასავალი აეროპორტშივე დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, უკრაინული პასპორტის მქონე ყველა მამაკაცი დამატებით შემოწმებებს ექვემდებარება. საპასპორტო კონტროლზე უფრო დიდხანს გვამყოფებენ, ვიდრე სხვა მგზავრებს”, – წერს გონჩარენკო.