ოლექსი გონჩარენკო – საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეგიძლია ეს წარმოიდგინოთ? – კითხვაა: რეალურად ვისზე მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი პატრონები?

საქართველომ ხელი არ მოაწერა ს აგრესიის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შესაბამისად , მისი თქმით, ისმის კითხვა: რეალურად ვისზე მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი პატრონები?
“გუშინ აქ, ამ დარბაზში, უკრაინის პრეზიდენტი მივიღეთ, რომელიც სიტყვით გამოვიდა, მაგრამ მანამდე მან შეთანხმებას მოაწერა ხელი სპეციალური ტრიბუნალის შესახებ. ნამდვილად ისტორიული მომენტი – ტრიბუნალი აგრესიისთვის.
მაგრამ იცით რა? წევრი სახელმწიფოებიდან ექვსი ქვეყანაა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ შეთანხმებას. და ამ ექსი ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა. და საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. თითქმის იგივე რიცხვი, რაც ში.
საქართველო მოსკოვის რეჟიმის მსხვერპლი უფრო ადრეც კი იყო, ვიდრე ჩვენ. და ამის შემდეგ საქართველო მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. შეგიძლია ეს წარმოიდგინოთ?
ასე რომ, კითხვაა – რეალურად ვისზე მუშაობს საქართველოს მთავრობა? ვინ არიან მათი პატრონები? როდესაც ისინი ოპოზიციონერ ლიდერებს აპატიმრებენ, ეს ქართველი ხალხის ხმა არ არის, ეს კრემლის ჩურჩულია.
ქართველი ხალხი ლიდერებს იმსახურებს, რომლებიც მათ დაუდგებიან მხარში და არა პუტინს. და ახლა ზუსტად ეს ხდება.
კი, ბრალის ნაწილი ყველა ჩვენგანზეა. 2008 წელს მომენტი იყო, როდესაც უკრაინა და საქართველო ნატოს კართან იდგნენ და ნატომ თქვა: “კი, შემოგიშვებთ, მაგრამ არ ვიცით როდის”. ბევრმა ხალხმა ვერ გაიგო რა ხდებოდა. პუტინმა ცხადად გაიგო. და 2008 წლიდან მან დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი, მერე უკრაინის წინააღმდეგ.
ის ამ ქვეყნებს ანადგურებს, ყველა ჩვენგანის მოკვლას ცდილობს, ამ ქვეყნების ოკუპირებას ცდილობს. და ახლა ის საქართველოს ჰიბრიდული გზით იღებს, ვინაიდან მისი ტანკები უკრაინაში არიან ზედმეტად დაკავებულები. სწორედ ამიტომ ეს არა ტანკებია, არამედ მარიონეტებია, რუსი აგენტებია, რომლებიც საქართველოზე ამ თავდასხმას ახორციელებენ.
ეს არაა. მას “ლუკაშვილი” უნდა დავუძახოთ, ვინაიდან ბელარუსს აკეთებს საქართველოსგან. სწორედ ბელარუსის გზაა, რომელმაც ჯერ დემოკრატია დაკარგა, შემდეგ კი სახელმწიფოებრიობა. და ახლა ეს ოკუპირებული ქვეყანაა. სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოში.
სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ აქ ს, სხვა ქართველ ლიდერებს შევხვდით, რომლებიც ახლა ციხეში არიან. უბრალოდ წარმოიდგინეთ – მათ შევხვდით, ხელი ჩამოვართვით მათ, მათ ვუთხარით “საქართველოს გაუმარჯოს” და ახლა ეს ხალხი ციხეშია.
რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა ვქნათ მოსკოვისგან საქართველოს გადასარჩენად, საქართველოს ქართველი ხალხისთვის დასაბრუნებლად. საქართველოს გაუმარჯოს,” – განაცხადა გონჩარენკომ.